გვაქვს ბელარუსის იარაღის მწარმოებლის იმეილები, ის პუტინს შეჭრაში ეხმარებოდა - Anonymous
Anonymous-მა მოიპოვა და გაავრცელა დაახლოებით 200 გიგაბაიტის მოცულობის ელექტრონული მეილები ბელარუსის იარაღის მწარმოებელი Tetraedr-სგან.
უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება აცხადებს, რომ ეს ის კომპანიაა, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრაში ლოჯისტიკურ დახმარებას უწევდა და მათგან აქვთ შეძენილი ის ჭურვები, რომლებიც ახლა უკრაინაში ცვივა.