თურქეთმა რუსული სამხედრო გემებისთვის შავი ზღვა დაკეტა

თურქეთმა რუსეთის ფლოტისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტე ჩაკეტა - ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.
"მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს მტკიცე მხარდაჭერისთვის. შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ხომალდების გავლის აკრძალვა და სამხედრო-ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინელი ხალხი ამას არასდროს დაივიწყებს". – წერს ზელენსკი.