კბილებით გამოვგლიჯეთ, რუსეთის SWIFT-იდან გათიშვისთვის მზადება დაწყებულია - კულება
რუსეთის SWIFT-იდან გათიშვისთვის მზადება დაწყებულია - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაწერა.
დმიტრო კულებას თქმით, ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა, თუმცა გადაწყვეტილებისთვის ტექნიკური მომზადება და ამ სანქციის გატარებისთვის მზადება დაწყებულია.
კბილებით გამოვგლიჯეთ. მუშაობდა უკრაინის დიპლომატიის მთელი ვერტიკალი, პრეზიდენტიდან უკრაინის საელჩოს ატაშემდე.
ამ გამარჯვებას უკრაინელი დიპლომატები უკრაინის ყველა დამცველს უძღვნიან" - წერს კულება.