"დავეხმაროთ ოკუპენტებს პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდნენ" - უკრაინა ქვეყანაში საგზაო ნიშნების მოხსნას აპირებს

26.02.22 20:40
"დავეხმაროთ ოკუპენტებს პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდნენ" - უკრაინა ქვეყანაში საგზაო ნიშნების მოხსნას აპირებს

"მოდით დავეხმაროთ ოკუპენტებს პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდნენ" - ინიციატივა უკრაინის საავტომობილო გზების სახელმწიფო სამსახურს ეკუთვნის. 

უწყება რუსული ჯარისთვის გზის ასარევად საავტომობილო გზებზე ადგილთა დასახელების ნიშნების მოხსნის ინიციატივით გამოდის.

ჩვენ ვხსნით საგზაო ნიშნებს ქვეყნის ყველა გზაზე. ნომერ პირველი პრიორიტეტია - ნიშნები, დასახლებათა სახელები. ჩვენ შეგროვებულ ნიშნებს ადგილობრივ ხელისუფლებასა და გზებზე მომუშავეებს გადავცემთ. მტერს უჭირს ორიენტირება, მოდით დავეხმაროთ მათ, რომ პირდაპირ ჯოჯოხეთში მოხვდნენ"  - ნათქვამია Укравтодор-ის ​ოფიციალურ განცხადებაში.