გერმანიამ უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდების ნებართვა გასცა
გერმანიამ უკრაინისთვის სამხედრო იარაღით დახმარებას მხარი დაუჭირა - საუბარია, ნიდერლანდის გზით უკრაინისთვის 400 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნის მიწოდებაზე. ინფორმაციას Politico ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა Politico წერს, გერმანიამ იარაღის მიწოდებას მწვანე შუქი აუნთო. ყოველი შემთხვევა ცალკე განიხილება.
აქამდე გერმანიამ უკრაინას 5000 სამხედრო ჩაფხუტი გაუგზავნა.