გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს რუსეთის მსოფლიო ფინანსური სისტემიდან გასათიშად - ჯონსონი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რუსეთის მსოლფიო ფინანსური სისტემიდან გასათიშად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დღესვე გეგმავს. ამის შესახებ ის TWITTER-ზე. ჯონსონის თქმით, პუტინმა აგრესიისთვის პასუხი უნდა აგოს.
დღეს ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადამწყვეტ ქმედებაზე გადავალთ, რათა რუსეთი მსოფლიო ფინანსური სისტემიდან გავთიშოთ, მათ შორის, გადავდგამთ პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს, ვგულისხმობ, რუსული ბანკების SWIFT-დან გათიშვას. ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ, რათა პუტინმა აგრესიისთვის პასუხი უნდა აგოს, - წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში.