კიევში რუსებმა სამშვილიანი ოჯახი ჩაცხრილეს

27.02.22 09:58
კიევში რუსებმა სამშვილიანი ოჯახი ჩაცხრილეს

კიევში დივერსიულ ჯგუფებმა სამშვილიანი ოჯახი ჩაცხრილეს. დაიღუპნენ მშობლები და ერთი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის საბჭოს მოადგილე  ვლადიმირ ბონდარენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მას პოლინია ერქვა, კიევის №24 სკოლის მე-4კლასის მოსწავლე იყო. დღეს დილით, 26 თებერვალს,  მას და მისი მშბლებს რუსმა დივერსიულმა ჯგუფებმა ესროლეს, - წერს ბონდარენკო.

მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი გოგონა რეანიმაციაშია, ხოლო ბიჭი ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.