გაზპრომის ფინანსურმა დირექტორმა თავი ჩამოიხრჩო

27.02.22 10:46
გაზპრომის ფინანსურმა დირექტორმა თავი ჩამოიხრჩო

გაზპრომის ფინანსურმა დირექტორმა სიცოცხლე თითმვკლელობით დაასრულა. ინფორმაცაის რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. 

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა 25 თებერვალს ლენინგრადის შემოგარენში მოხდა. 61 წლის ალექსეი ტიულიაკოვის თითმვკლელობის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს აცნობეს, ადგილზე მისულმა თანამშრომლებმა კი ტიულიაკოვი ჩამომხრჩვალი ნახეს. მამაკაცმა თავი ავტოფარეხში ჩამოიხრჩო, სიკვდილის წინ მან  წერილიც დაწერა.  

გაზპრომის წარმომადგენლები მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობენ.