მძიმე ღამის შემდეგ უკრაინის ქალაქებში ისევ სირენების ხმა ისმის - ბოლო ცნობები
მძიმე ღამის შემდეგ უკრაინის რამდენიმე ქალაქში ისევ სროლების და სირენების ხმა ისმის. ისვრიან ზაპოროჟიეში, კიევის ოლქსა და ბუჩაში. ქუჩებში რუსული სამხედრო მანქანების გადადაგილებაც შეინიშნება. რივნისა და ვოლნის რეგიონებში საჰაერო თავდასხმები ხორციელდება. საომარი მოქდებები აქტიურად მიმდინარეობს ხარკოვშიც.
ქალაქ ნოვაია კახოვკას უკვე სრულად რუსული მხარე აკონტროლებს. ინფორმაციას ქალაქის მერიც ადასტურებს. ქალაქში აღარ ფრიალებს უკრაინული დროშები.
არსებული ინფორმაციით, 26 თებერვას დონეცკის რეგიონში რუსეთის დობომბვას 19 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა და 73 დაშავდა. სუმში დაბომბვას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის, 7 წლის გოგონა. გარდაცვლილებს შორის ერთი ექიმიც არის.
რუსეთი დასახლებული პუნქტების დაბომბვას აქტიურად განაგრძობს.