ვესაუბრე მსოფლიო ლიდერებს, თითქმის ყველა მხარს გვიჭერს - ზელენსკი

27.02.22 11:30
ვესაუბრე მსოფლიო ლიდერებს, თითქმის ყველა მხარს გვიჭერს - ზელენსკი

მძიმე ღამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინელი სამხედროების სიმამაცეზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე ამბობს, რომ ღამის განმავლობაში არაერთ მსოფლიო ლიდერს ესაუბრა, რომლებმაც უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. 

უკრაინა მზადაა დაიცვას მისი ქვეყანა. დიდია სოლიდარობა ერთამნეთისთვის. სიმამაცე მ დაამსხვრია ოკუპანტების ყველა სცენარი. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ უკრაინა არის ძლიერი. უკრაინელები არავის მისცემენ უფლებას მათი მიწა დაიკავონ. მთელი ღამის განმავლობაშ მსოფლიო ლიდერებს, უკრაინის მეგობრებს ვესაუბრებოდი. ახალი ურთიერთობა დავამყარეთ იტალიასთან, ისინი  რაკეტებს გვიგზავნიან. ინდოეთი ტრადიციულად მსოფლიო ძალაა, ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს და განვიხილეთ ჩვენი ტერიტორიების დაცვა. მან გამოთქვა სრული მხარდაჭერა. ასევე ერდოღანმა მხარი დაუჭირა ჩვენს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. შევთანხმდით, რომ მთავარი შავი ზღვის დაცვაა. აზერბაიჯანის და თრქეთის პრეზიდენტებმა შემოგვთავაზეს, რომ განვიხილოთ მოლაპარაკებები რუსეთთან. ჩენ ამას მივესალმებით, თითქმის ყველა ევროპელი ლიდერი მზადაა მხარი დაგვიჭიროს. უკრაინამ ყველას სიყვარული დაიმსახურა. ამის შედეგი კი SWIFT-ია, - განაცხადა ზელენსკიმ.