მოვახდენთ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას - ევროკავშირი

ევროკავშირი რუსეთის სავალუტო რეზერვებს ყინავს. ეკნომიკური სანქციების ახალი პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა წარადგინა. სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის პარალიზებას ითვალისწინებს, არც იმას ნიშნავს, რომ ოკუპანტ სახელმწიფოში 630 მლრდ დოლარის განაღდებას ვერ შეძლებენ.
ანალოგიური ზომებით ემუქრება პუტინს აშშ-ს. ეკონომიკური სანქციები რუსეთის SWIFT-დან გამოთიშვას ითვალისწინებს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ეს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს ფაქტობრივად ბლოკავს.
პუტინი დაადგა უკრაინის განადგურების გზას, მაგრამ სინამდვილეში ის ანგრევს საკუთარი ქვეყნის მომავალს. ჩვენ მოვახდენთ რუსეთს ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას. ეს გაყინავს მის ტრანზაქციებს და ცენტრალური ბანკისთის შეუძლებელს გახდის ლიკვიდურად აქციოს თავისი აქტივები. უპირეველს ყოვლისა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას ვუზრუნველყოთ რუსული ბანკების გარკვეული რაოდენობის SWIFT-დან გარიცხვა. ეს შეაჩერებს მათ ოპერირებას მსოფლიო მასშტაბით და დაბლოკავს რუსეთის ექსპორტსა და იმპორტს, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.