ხარკოვიდან ოკუპანტები გარბიან - რუსები შეიარაღებას ქუჩებში ტოვებენ
ხარკოვიდან ოკუპანტები გარბიან. რუსებმა შეიარაღება ქუჩებში მიატოვეს. მათი საბრძოლო ტექნიკა იწვის. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებენ, მათი იფნორმაციით, ხარკოვზე სრული კონტროლი აქვთ დამყარებული.
უკაინის ეროვნული არმია საოკუპაციო ძალების მოგერიებას ახერხებს. რუსმა ჯარისკაცებმა წინ ვერ წაიწიეს.
ჩერნიგოვი და მარიუპოლი მთლიანად უკრაინელები აკონრტოლებენ. მოქალაქეები რუსულ ტანკებს შიშველი ხელებით აჩერებენ.
იმის მიუხედავად, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ქალაქებს მედგრად იცავენ, რუსული ბომბები საცხოვრებელ შენობებს ხვდება და ანადგურებს. ადამიანები თავს სპეციალურად მოწყობილ თავშესაფრებში აფარებენ.