რუსეთის ქმედებები გენოციდის ნიშნებს შეიცავს! - ზელენსკი
რუსეთში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ხმის მიცემა უნდა ჩამოერთვას - უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ქმედებებში გენოციდის ნიშნებია.
ის მოქმედებები, რომელსაც ახორციელებს რუსეთი, იღებს გენოციდის ნიშნებს. ეს არის ნამდვილი ბოროტება და მსოფლიო უნდა მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ რუსეთს ხმის მიცემა ჩამოერთვას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. უკრაინელებო, ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ ვიცით, რისთვის ვიბრძვით. დიდება თითეულ გმირს! დიდება უკრაინას! - განაცხადა ზელენსკიმ.