ბელორუსიაში ჩასული რუსული დელეგაცია უკრაინულ მხარესთან შეხვედრას უშედეგოდ ელოდება

ბელორუსიის ქალაქ გომელშ რუსული დელეგაცია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას უკვე რამდენიმე საათია უშედეგოდა ელოდება. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, ვლადიმირ მედინსკის ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს 15:00 საათამდე დაელოდებიან.
ორივე მხრიდან დეტალურად იყო აღწერილი უკრაინული დელეგაციის მარშრუტი მოლაპარაკებებისთვის და ორივე მხარის თანხმობა არსებობდა. ჩვენი მხრიდან უსაფრთხოების სრული გარანტიები არსბეობდა. ახლა ჩვენ აქ ვართ, ბელარუსის ტერიტორიაზე, ყოველ წუთს ველოდებით მათ ჩამოსვლას, ეს დრო ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. რაც უფრო მალე დავსხდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან, მით უფრო მეტი ჩენი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენას შევძლებთ, - განაცხადა რუსულმა მხარემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმიტ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მინსკში გამართვა შესაძლებელი იქნებოდა, თუკი რუსეთი უკრაინას თავს ბელორუსიის მხროდან არ დაესხმეოდა.