სამშობლოს დაცვის პირობით უკრაინაში პატიმრებს ათავისუფლებენ

უკრაინაში პატიმრობაში მყოფ ყოფილ სამხედროებს სამშობლოს დაცვის პირობით ათავისუფლებენ. ინფორმაციას უკრაინის გენპრკურორის ოფისი ადასტურებს.
პროკურორ ანდრეი სინიუკის თქმით, მიდის განხილვა იმ პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელთაც საბრძოლო გამოცდილება და დამსახურებები გააჩნიათ. ასევე, მნიშვნელოვანია დანაშაულს გულწრფელად ინანიებდნენ.
სამხედრო დავალებებზე რამდენიმე პატიმარი უკვე გაიგზავნა.