ირპენში რუსი სამხედროები შეიჭრნენ - ოკუპანტებმა ქალაქი ვერ იაღეს

დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსებს უკრაინის ქალაქებზე იერიში მაინც მიაქვთ. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტები ქალაქ ირპენში შეიჭრნენ. ადგილზე აფეთქებების და დაბომბვის ხმა ისმოდა. ქალაქის მერის ინფორმაციით, ირპენის აღება რუსმა სამხედროებმა ვერ მოახერხეს.
დღეს ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი მოსახლეობისთის რთული დღე აღმოჩნდა. ბუჩას მხრიდან შემოსულები იყვნენ რუსული ტანკები, მაგრამ ჩენ მათი სრული ლიკვიდირება შევძელით. მოგმართავთ ხალხს, დარჩით სახლში, არ გახვიდეთ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა. ქალაქი მუდმივი საფრთხის იწნაშეა. ირპენს ჩვენს ბოლომდე ვიცავთ!, - განაცხადა მერმა.
პარალელურად, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში რუსული ტექნიკა იწვის. ოკუპანტებს უთავდებათ საკვები მარაგიც. ისინი ადგილობრივ მაღაზიებშ მოროდიორობენ.