კრემლთან დააკავეს მოხუცი, რომელსაც ჩანთაზე "არა ომს!" ეწერა
მოსკოვში კრემლთან მოხუცი ქალი დააკავეს. დაკავების მიზეზი მის ჩანთაზე გაკეთებული წარწერა გახდა, სადაც "არა ომს!" ეწერა. ფაქტის ამსახველი ფოტო ერთ-ერთ ტელეგრამ არხზე გავრცელდა.