ვიდრე რუსეთს უკრაინის საფეთქელთან იარაღი აქვს მიბჯენილი, მოლაპარაკებები არ შედგება - ტრასი
ვიდრე რუსული ჯარი უკრაინაშია, მოლაპარაკებები არ იქნება, - ამის შესახებ ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე შედგინა იმ რუსი ოლიგარქების სია, რომლებსაც დიდი ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებს.
თუ რუსეთი მოლაპარაკეკების წარმოებას სერიოზულად გეგმავს, მან უკრაინიდან ჯარები უნდა გაიყვანოს. მოლაპარაკებების წარმოება შეუძლებელია, როდესაც რუსეთს უკრაინელების საფეთქელთან იარაღი აქვს მიბჯენილი. ასე რომ, გულწრფელი რომ ვიყო, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებების სურვილის არ მწამს.
შევადგინე იმ ოლიგარქების სია, რომლებიც სანქციების სამიზნე იქნებიან. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და მათი სია ყოველკვირეულად შეივსება. სანქციების პროგრამა პემანენტული იქნება, ისინი ვერსად დაიმალებიან, - განაცხადა ტრასმა.
ტრასმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული სამხედრო მანქანის და ეკონომიკის მწყობრიდან გამოყვანას წლების დასჭირდება.
ჩვენ ვიცით, რომ ამას წლები დასჭირდება, რადგან რუსეთი ძლიერია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ უკრაინელები მამაცი ხალხია და ქვეყნის მთლიანობასა და სუვერენიტეტისთის ბოლომდე იბრძოლებენ, - განაცხადა მან.