კიევს დივერსანტები უტევენ - პუტინის სამიზნე ზელენსკია

27.02.22 17:42
კიევს დივერსანტები უტევენ - პუტინის სამიზნე ზელენსკია

კიევს ტერორისტები და დივერსანტების უტევენ. პუტინი ზელენსკის კვალზე გასვლას ცდილობს. უკრაინის პრეზიდენტს ემუქ+რება ბელორუსიის პრეზიდენტიც. რუსი და ბელორუსი ჯარისკაცების გათავისუფლების მოტივით ლუკაშენკო სპეცოპერაციის ჩატარებას აანონსებს. უკრაინის დედაქალაქის თავზე ამ წუთებში ბოლორუსიის სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ. 

კიევის პარალელურად, მოვლენების ეპიცენტრში კიდევ ორი ქალაქი, ჩერნიგოვი და ხერსონია. იქ განგაშის სირენები ჩაირთო.

დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჟურნალისტების ჯგუფს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

გრძელდება ბრძლა ხარკოვისთვისაც. ამ დროისათვის იქ სრულად უკრაინელები აკონტროლებენ, თუმცა იქ სროლები და აფეთქებები ამ დრომდე ისმის.