კიევი აგრძელებს თავის დაცვას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე - კლიჩკო მოსახლეობას მიმართავს

27.02.22 17:48
კიევი აგრძელებს თავის დაცვას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე - კლიჩკო მოსახლეობას  მიმართავს

კიევის მერი დედაქალაქის მოსახლეობას სიფრთხილესა და სიმშვიდისკენ მოუწოდებს. ვიტალი კლიჩკოს თქმით, კიევში რუსული ჯარი არ არის, მაგრამ არიან დივერსანტები.

კიევი აგრძელებს თავის დაცვას, რუსი ჯარისკაცები აქ არ არიან, მაგრამ ჩვენი უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ დივერსანტების დაჭერას. ღამით იყო შეტაკებები, უკრაინელებმა მოახერხეს დივერსანტების სრულად ლიკვიდირება. თქვენივე უსაფრთხოებისთის ჩვენ კომენდანტის საათი დავაწესეთ. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და დარჩით სახლებში. მხოლოდ იმ შემთხვევაშ გამოდით, თუ განგაშს ხმას გაიგებთ. რუსეთი ისვლის ყველგან, დასახლებულ პუნქტებში, კლავენ ხალხს, - განაცხადა კლიჩკომ.