რუსული და უკრაინული დელეგაციები ერთმანეთს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდებიან

27.02.22 18:40
რუსული და უკრაინული დელეგაციები ერთმანეთს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე  შეხვდებიან

რუსული და უკრაინული დელეგაციები ერთმანეთს უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიდამოებში შეხვდებიან. ინფორმაციას ზელენსკის ოფისი ავრცელებს.

პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ უკრაინული დელეგაცია რუსეთისას წინასწარი პირობების გარეშე, მდინარე პრიპიატის მიდამოში შეხვდება შეხვდება, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი. 

აღნიშნული შეთანხმება ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოსა და უაკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელფონო საუბრისას შედგა. ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ  მოლაპარაკებების პროცესშ და აგრეთვე უკრაინული დელეგაციის დაბრუნებისას, ყველა თითმფრინავი და რაკეტა, როლებიც ბელორუსიის ტერიტორიაზეა განთავსებული, ადგილიდან არ დაიძვრება.