ხალხო, გამოდით ქუჩაში! - პუტინის ყოფილი პატიმარი მოქალაქეებს მიმართავს

27.02.22 20:04
ხალხო, გამოდით ქუჩაში! - პუტინის ყოფილი პატიმარი მოქალაქეებს მიმართავს

რუსეთის პრეზიდენტის ბირთვული იარაღით მუქარის ფონზე, პუტინის ყოფილი პატიმარი და ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი მიხეილ ხადარკოვსკი საზოგადოებას მიმართავს და ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებს. 

პუტინმა გასცა ბრძანება  მოამზადონ ბირთვული რაკეტები, კადიროვი ითხოვს დაბომბონ უკრაინული ქალაქები. ხალხო, გამოდით ქუჩაში, ოღონდ მხოლოდ სალოცავად არა, - ამბობს ხადარკოვსკი ვიდეომიმართვაში.