"თქვენ მიიღებთ მხოლოდ სირცხვილს და სიკვდილს"- ყოფილი პოლკოვნიკი ბელორუს სამხედროებს
ყოფილი პოლკოვნიკი ბელორუსიდან დუმილს არღვევს. მან საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდა, არ წავიდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში, რადგან ეს სასირცხვილო ქმედება იქნება.
ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ცხოვრებაში მოულოდნელად უნდა მიიღო, წინასწარ ვერასდროს მოემზადები, რომ გახდე გმირი, მაგრამ ყველას ცხოვრებაშ დგება მომენტი, როდესაც მან ნაბიჯი წინ უნდა გადაგას. გადავწყვიტე, პირველი ვიდეომიმართვა ჩავწერო, იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები ტყეში სხედან უკრაინის საზღვართან და ყველაფერი მიანიშნებს, რომ მათ რუსეთ-უკრაინის ომში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ეს კატასტროფულ შედეგებს მოგვიტანს. რუსეთის არმია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს, სამი დღეა ჯოჯოხეთშია. ათასობით გარდაცვლილი და ათი ათასობით რუსი ტყვეა. გავსებულია საავადმყოფოები დაზარალებულებით. ამ დროს რუსეთის მოქალაქეები გახდნენ პროპაგანდისტების მსხვერპლნი, მათ დაიჯერეს, რომ უკრაინელი ხალხი მათ განმათავისუფლებლად მიიღებენ, თუმცა სიმართლე სხვაა. მოვუწოდებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს, თქვენ ამ შეტაკებებით წარმატებას ვერ მიაღწევთ, მხოლოდ შეგრცხვებათ: დამცირება, სისხლი და სიკვდილი! თქვენ იქნებით ბელორუსიის შემარცხვენლები! იპოვეთ გზა, რომ არ მიიღოთ მონაწილეობა ამ ომში. სჯობს ისტორიას კარგი ადამიანების სახელით შემოვრჩეთ და ხალხის სიცოცხლე გადავარჩინოთ. ეს ყველაზე დიდი გმირობაა! - განაცხადა ვალერი სახაშიკმა.