მხარეები ადგილზე არიან - უკრაინა-რუსეთ შორის მოლაპარაკებები იწყება
უკრაინული დელეგაცია რუსულ მხარესთან შესახვედრად უკვე ჩავიდა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები ერთ საათში დაიწყება. ამის შესახებ მედიასთან უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა თეოდორ ვენისლავსკიმ განაცხადა.
განხილვის მთავარი თემა ცეცხლის შეწყვეტაა. ბოლო ცნობების თანახმად, შეხვედრა ქალაქ ნარობლის მიმდებარედ, გამშვებ პუნქტს - ალექსანდროვკასა და ვილცშას შორის შედგება.
რუსეთსა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შეთანხმება გუშინ ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოსა და უაკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელფონო საუბრისას შედგა. ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ მოლაპარაკებების პროცესშ და აგრეთვე უკრაინული დელეგაციის დაბრუნებისას, ყველა თითმფრინავი და რაკეტა, როლებიც ბელორუსიის ტერიტორიაზეა განთავსებული, ადგილიდან არ დაიძვრება.
თავდაპირველად რუსული დელეგაცია მოლაპარაკებების წარმოებას ბელორუსიის ქალაქ გომელში გეგმავდა, სადაც ჩავიდა კიდევ, თუმცა იქ შეხედრაზე უკრაინულმა მხარემ უარი განაცხადა. საბოლოოდ, შეხვედრის ადგილად უკრაინა-ბელორუსის საზღვარი,მდინარე პრიპირატის მიდამოები დასახელდა.