რუსმა ოკუპანტებმა კიევი ისევ ვერ აიღეს - უახლესი ცნობები ცხელი წერტილიდან

28.02.22 11:10
რუსმა ოკუპანტებმა კიევი ისევ ვერ აიღეს - უახლესი ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსმა ოკუპანტებმა კიევი ამჯერადაც ვერ აიღეს.  უკრაინას ისევ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება მართავს. ამის მიუხედავად, დაძაბული ღამის შემდეგ გამთენიისას კიევში ისევ განგაში გამოცხადდა. 

პარალელურად, ბელორუსია, რომლის საზღვართანაც წუთი-წუთზე უკრაინულად რუსულ მხარეებს შორის მოლპარაკაბები უნდა დაიწყოს, უკრაინაზე შეიარაღებულ თავდასხმას გეგმავს. სწორედ ბელორუსიის მხრიდან ამოიღეს მიზანში ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქი ჩერნიგოვი, საიდანაც რამდენიმე რაკეტა გასიროლეს. დაშავდა 16 ადამიანი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები.

კიევის მსგავსად მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვშიც. გუშინვე რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ბერდიანსკის აღება შეძლეს. ინფორმაცია თავად ქალაქის მერმა გაავრცელა, რომელმა თქვა, რომ ქალაქის ყველა ადმინისტრაციული შენობა რუსმა ჯარისკაცებმა დაიკავეს და გამოაცხადეს, რომ  ყველაფერს აკონტროლებენ.