ვოლდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციისთვის კიევში ოთხასი დივერსანტი შეაგზავნეს
უკრაინის პრეზიდენტ ვოლდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციისთვის კიევში ოთხასი დივერსანტია შეგზავნილი. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს. გამოცემის ცნობით, "ვაგნერის დაჯგუფებამ" დავალება კრემლიდან მიიღო.
"ვაგნერის დაჯგუფება" კერძო სამხედო კომპანიას წარმოადგენს, რომელიც პრეზიდენტ პუტინის მოკავშირეს ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნის. The Times-ს ინფორმაციით, პრიოგოჟინმა ხუთი კვირის წინ გაგზავნა დაქირავებული ჯარისკაცები აფრიკიდან კიევში "ზელენსკის თავის მოსაკვეთად" და მათ დიდ ფულად პრემიას დაჰპირდა.
ვაგნერის ჯგუფის შესახებ ინფორმაცია უკრაინის მთავრობამ 26 თებერვალს შეიტყო. ამის შემდეგ კიევში 36-საათიანი კომენდანტის საათი ამოქმედდა, რათა დედაქალაქი დივერსანტებისგან გაეწმინდათ.