უკრაინაზე თავდასხმამდე პუტინმა კუთვნილი ძვირადღირებული იახტა კონფისკაციის შიშით ჰამბურგიდან გაიყვანა

28.02.22 12:18
უკრაინაზე თავდასხმამდე პუტინმა  კუთვნილი ძვირადღირებული იახტა კონფისკაციის შიშით ჰამბურგიდან გაიყვანა

რუსული გამოცემა "ფაქტორის" ცნობით, რომელიც ვლადიერ პუტინის ოპონენტს მიხეილ ხოდორკოვსკის ეკუთვნის, უკრაინაზე თავდასხმამდე რუსეთის პრეზიდენტმა ქონების კონფისკაციის შიშით ჰამბურგიდან კუთვნილი ძვირადღირებული იახტა გაიყვანა.

გამოცემის თანახმად, იახტა Graceful-ის ღირებულება 100მლნ დოლარია და ის რუსეთის მთავარსარდალს რუსმა ოლიგარქმა აბრამოვიჩმა აჩუქა.