დაყარეთ იარაღი! წადით! - ზელენსკის მიმართვა ოკუპანტებს

28.02.22 13:24
დაყარეთ იარაღი! წადით! - ზელენსკის მიმართვა ოკუპანტებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდირ ზელენსკი თანამოქალაქეებს უკრაინელი ხალხის გმირობის შესახებ ახსენებს და ოკუპანტებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი რუს სამხედროებს ურჩევს, ნუ დაუჯერებენ პროპაგანდისტებს. 

უკრაინამ აჩვენა ვინ ვართ ჩვენ. რუსული თავდასხმები არ წყდება. ოკუპანტები ისევ გვიტევენ. მათი თავდასხმების შედეგად 16 ბავშვი დაიღუპა, 45-ია დაჭრილი. პარალელურად, მთელი ცივილიზებული სამყარო ისევ ჩვენს გვერდით დგას. პარტნიორები უფრო და უფრო მეტად გვეხმარებიან. დაყარეთ იარაღი! წადით! ნუ დაუჯერებთ თქვენს პროპაგანდისტებს, გადაირჩნეთ სიცოცხლე, წადით ჩვენი ქვეყნიდან! - განაცხადა ზელენსკიმ.