მოსთხოვეთ პუტინს შეწყვიტოს ომი! - კულებას მიმართვა რუსეთის მოქალაქეებს

28.02.22 15:24
მოსთხოვეთ პუტინს შეწყვიტოს ომი! - კულებას მიმართვა რუსეთის მოქალაქეებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს მიმარტავს და მათ პუტინის გაჩერებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს ბერკეტი ახლა სწორედ რუსეთის მოქალაქეებს აქვთ. 

მივმართავ რუსეთის მოქალაქეებს, შეხედეთ, სად მიიყვანა ქვეყანა ვლადიმერ პუტინმა. მან გამოაცხადა აგრესიული, დამპყრობლური ომი უკრაინის წინააღმდეგ. გამოაგზავნა თქვენი შვილები, ქმრები, უკრაინელების დასახოცად, რათა დაიპყროს ჩვენი მიწები, გაანადგუროს ჩვენი ქალაქები. უკრაინას ეს ომი არ უნდა, მაგრამ ყველა იბრძვის საკუთარი მიწის და საკუთარი სახლის დასაცავად. თქვენ გაქვთ ბერკეტი გააჩეროთ ეს სიგიჟე, მოსთხოვეთ პუტინს შეწყვიტოს ომი! უკრაინა არავის დასხმია თავს და არც აპირებს.  ჩვენ მშვიდობა გვინდა, მაგრამ ამისთვის პუტინის გაჩერებაა საჭირო. გადაარცნეთ თქვენი ქვეყანა და აიძლკეთ პუტინს შეწყვიტოს ომი, - განაცხადა კულებამ.