უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთი უკრაინაზე სამხედრო თავდასხმებს განაგრძობს

28.02.22 15:38
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პარალელურად, რუსეთი უკრაინაზე სამხედრო თავდასხმებს განაგრძობს

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პარალელურად რუსეთი უკრაინაზე სამხედრო თავდასხმებს განაგრძობს. კიევში ისევ დივერსანტებს ებრძვიან. შეტაკებები გრძელდება ირპენთანაც. ადგილზე აფეთქებები არ წყდება. 

სროლებია ჩერნიგოვშიც, სადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში კი  მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და უკრაინის ჰიმნი რუსული ტანკების პირისპირ შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები