"თუ საომარ მოქმედებებზე უარს ვიტყოდი, ციხეში 25 წლით ჩაგვსვამდნენ" - რას ყვება რუსი ტყვე
რუსი სამხედროები, რომლებიც უკრაინელებს ტყევად ჰყავთ აყვანილი ყვებიან, რომ მათ ომში წასვლის შესახებ დავალება მოულოდნელად მიიღეს. მათ თქმით, იმ შემთხვევაში თუ ამას არ გააკეთებდნენ, 25 წლით ციხეშ წასვლით ემუქრებოდნენ.
უკრაინელები ტყვეებს სატელეფონო ზარებს ოჯახის წევრებთან და სამხედრო ბაზების მეტაურებთან ახორციელებინებენ, რათა მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად გაავრცელონ.
ვიყავით წვრთნებზე კუზნეცკის პოლიგონზე. ორი კვირის შემდეგ საზღვართან ახლოს გადაგვისროლეს. გვითხრეს, რომ სასაზღვრო ზონაში ჩავმდგარიყავით, თუმცა შემდეგ მოულოდნელად გადავედით შეტევაზე. რომელიღაც სოფელში აღმოვჩნდი. თუ საომარ მოქმედებებზე უარს ვიტყოდი, ციხეში 25 წლით ჩაგვსვამდნენ, იქნებოდა დამატებითი სასჯელიც და მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოგვიწევდა, - ამბობს ერთ-ერთი ტყვე.