ევროპარლამენტი უკრაინის კანდიდატობის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გეგმავს - რიკარდ იოზვიაკი

28.02.22 19:25
ევროპარლამენტი უკრაინის კანდიდატობის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გეგმავს - რიკარდ იოზვიაკი

ევროპარლამენტი გეგმავს, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ინფორმაცია „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა. 

მისივე ცნობით, ევროპარლამენტი მიმართავს ევროკავშირის სტრუქტურებს, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

„ევროპარლამენტი ხვალ გეგმავს არასავალდებულო რეზოლუციის მიღებას, რომლითაც მიმართავს ევროკავშირის სტრუქტურებს, რომ უკრაინას მიანიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამისთვის საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და დღეისთვის საერთო თანხმობა არ არის“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

 

მსგავსი სიახლეები