შეწყდება თუ არა ომი - უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარებს

უკრაინა-რუსეთი მოლაპარაკებები, რომელიც ბელარუსის საზღვარზე იმართება, ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დაწყებულია მოლაპარაკაბების მესამე რაუნდი. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი Twitter-ზე ავრცელებს.
უკრაინა-რუსეთის დელეგაციებს შორის განხილვის მთავარი თემა ცეცხლის შეწყვეტაა.
რუსეთსა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შეთანხმება გუშინ ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოსა და უაკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელფონო საუბრისას შედგა. ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ მოლაპარაკებების პროცესში და აგრეთვე უკრაინული დელეგაციის დაბრუნებისას, ყველა თითმფრინავი და რაკეტა, როლებიც ბელარუსის ტერიტორიაზეა განთავსებული, ადგილიდან არ დაიძვრება.
თავდაპირველად რუსული დელეგაცია მოლაპარაკებების წარმოებას ბელარუსის ქალაქ გომელში გეგმავდა, სადაც ჩავიდა კიდეც, თუმცა იქ შეხედრაზე უკრაინულმა მხარემ უარი განაცხადა. საბოლოოდ, შეხვედრის ადგილად უკრაინა-ბელორუსის საზღვარი,მდინარე პრიპირატის მიდამოები დასახელდა. ზუსტი ადგილი მხარეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ სახელდებოდა.