ომის მე-6 დღე - რუსული იერიშის ეპიცენტრი ხარკოვია
რუსეთ-უკრაინის ომის მე-6 დღე - პუტინის რუსეთმა უკრაინის დედაქალაქის აღება ისევ ვერ შეძლო. კიევი მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა, ამ დროისთვის კი დედაქალაქს 64 კილომეტრიანი რუსული სამხედრო კოლონა უახლოვდება.
მძიმე ღამე იყო ხარკოვისთვის. რუსი სამხედროების რაკეტა ცოტა ხნის წინ ქალაქის შუაგულში, ადმინისტრაციულ შენობას დაეცა. სწორედ ამ ტერიტორიასთან არის ახლოს ის მეტროსადგურიც, რომლსაც ხალხი თავშესაფრისთვის იყენებს. ჯერჯერობით დაუდგენელია მიადგა თუ არა რაიმე ზიანი მიწსქვეშა ინფრასტრუქტურას. სარაკეტო იერიშის მეტროს შესასვლელები ჩახერგილია.
ხარკოვში მცხოვრები მოქალაქეები რუსულ ჯარს წინააღმდეგობას შიშველი ხელებით უწევენ.
არავის შემოვუშვებთ, ყველას დავიჭერთ. აქ ორკების ადგილი არ არის, ეს ჩვენი მიწაა, ჩვენ აქ გავიზარდეტ. ავიღე რაც სახლსი მქონდა, ნიჩაბი, სამურაის ხმალი, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ხარკოვის მსგავსად მძიმე მდგომარეობაა ხერსონშიც, სადაც რუსული ქვეითი ჯარი შევიდა და ქალაქში გადაადგილდება. რუსი სამხედროები ახლა გზაზე საგუშაგოებს აწყობენ.
საჰაერო იერიში მიიტანეს მარიუპოლზეც. მტერი ქალაში ღამით შევიდა და ადგილობრივებს არაერთი დარტყმა მიაყენა, თუმცა მარიუპოლს ჯერჯერობით ისევ უკრაინელები აკონტროლებენ.
70 სამოქალაქო პირი დაიღიპა რუსული აგრესიის შედეგად ქალაქ ახტირკაშიც.