მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის დახოცვას - ზელენსკის რუს სამხედროებს

01.03.22 11:26
მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის დახოცვას - ზელენსკის რუს სამხედროებს

ხარკოვზე უპრეცენდენტო შეტევის და მძიმე ღამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს და ყველა საერთაშორისო კომვენცია დააღვიეს, რადგან შეგნებულად მიჰქონდათ იერიში მშვიდობიან მოქალაქეებზე და დასახლებულ პუნქტებზე. მისი თქმით, ამ დანაშაულისთვის საერთაშორისო ტრიბუნალი უნდა შედგეს. 

რუსული ძალები ხარკოვს რეაქტიული არტილერიიდან ესროდნენ, ბომბავდნენ. ცალსახად, ეს არის სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ესროდნენ მშვიდობიან ქალაქს, მშვიდობიან დასახლებულ რაიონებს, არცერთ სამხედრო ობიექტს. რომ ეს არ არის შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული შეტევაა, რუსებმა იცოდნენ საით ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის საერთაოშიროს ტრიბუნალი აუცილებლად შედგება. ეს არის ყველა საერთაშორიოს კონვენციის დარღვევა. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის დახოცვას. აქ უკრაინაა, აქ ევროპაა, აქ 2022 წელია. ბოროტება, შეიარაღებული რაკეტები, არტილერიით და ბომბებით აუცილებლად უნდა შევაჩეროთ. ეკონომიკურად გაანადგურო და აჩვენო, რომ ხალხს თავის დაცვა შეუძლია, - განცხადა ზელენსკიმ.