ბელარუსებმა, რუსებმა, ქართველებმა, ყველამ უნდა დაიწყოს პიკეტები - უკრაინელი ჯარისკაცის მიმართვა ხალხს

01.03.22 11:39
ბელარუსებმა, რუსებმა, ქართველებმა, ყველამ უნდა დაიწყოს პიკეტები - უკრაინელი ჯარისკაცის მიმართვა ხალხს

უკრაინელი სამხედრო ბრძოლის ეპიცენტრიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს და ყველა ჩაგრულ ერს ხელისუფლებების წინააღმდეგ პიკეტების მოწყობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, თავისუფლებისთვის ყველა ერმა თავად უნდა იბრძოლოს. 

ბელარუსები, რუსები, ქართველები და ყველა სხვა ეროვნება, რომლებიც ჩაგვრის ქვეშ არიან, ყველამ უნდა დაიწყოს პიკეტები, დაამხონ ხელისუფლება და მოიპოვონ თავისუფლება, რადგან თავისუფლებას ისე არავინ მოგცემთ. ყველა ერმა თავად უნდა იბრძოლოს და მოიპოვოს თავისუფალი არსებობის უფლება, - თქვა ჯარისკაცმა.