რუსეთის მოსახლეობა პანიკაშია - აშშ და დასავლეთი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

01.03.22 11:56
რუსეთის მოსახლეობა პანიკაშია - აშშ და დასავლეთი სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

რუსეთში პანიკაა. მოსკოვს სანქციები საათობრივად ეწევა. რუსეთი SWIFT-დან უკვე გათიშეს.  მოსახლეობა დილიდან ვეღარ იყენებს მასტერქარდის პლასტიკურ ბარათებს. ცნობილი ავტომწაროებმლები რუსეთის ტერიტორიაზე ქარხნებს ხურავენ. გასაქცევად გამზადებული მოქლაქეები ფრენების არ არსებობოს გამო სანქცირებული ქვეყნიდან გასვლას ვერ ახერხებენ. რუსეთის ხელისუფლება კი მათ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

უკრაინაში შეჭრის გამო აშშ დასავლელ პარტნიორებთან ერთად რუსეთს სანქციების ახალ პაკეტს უმზადებს. აშშ-ს სახელმწიფო მდვინის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მოკავშირეებთან ერთად რუსეთის  ცენტრალურ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს ტრანზაქციების შესაძლებლობას შეუწყვეტს. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსეთი ვეღარ შეძლებს პირდაპირი ინვესტიციების გამნხორციელებას. 

ამერიკის შეერთებეული შტატები უერთდება ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს იმ ტრანზაქციების დაბლოკვაში, რომელშიც ცართულია რუსეთის ცენტრალური ბანკი ან რუსეთის ფინანსტა სამინისტრო. ჩვენ  ასევე ვაწესებთ სანქციებს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონზეც, - განაცხადა ბლინკენმა. 

სანქციებზე აქტიურად საუბრობს დიდი ბრიტანეთიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთმა რუსი ოლიგაქრების ქონების მოძიება და მათი იდნეტიფიცრება აქტიურად დაიწყო. 

თუ პუტინს უნდა უკან დაიხიოს და ჯარები გაიყვანოს უკრაინიდან, აწარმოოს მოლაპარაკებები, ეს ძალიან კარგი ამბავია, მაგრამ ვეჭვობ, რომ პუტინის ქმედებებში არაფერია ჩანს ისეთი, რომ დავრმწუნდეთ მის გულწრფელობაში, მაგრამ თუ ის გულწრფელია, ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ, რათა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში. დაერთიანებული სამეფოს და მისი დასავლელი მოკავშირეების ქმედებები უზრუნველყოფენ, რომ ვლადიმერ პუტინმა თავისი ქმედებების  შედეგები იგრძნოს. გაერთიანებული სამეფოს და მისი დასავლელ მოკავშირეების ქმედებები უზრუნველყოფენ, რომ ვლადიმერ პუტინმა თვაისი ქმედებების შედეგები იგრძნოს. ჩვენ ერთ ხმაზე ვლაპარაკობთ, როცა ვამბობთ, რომ პუტინი უნდა დამრცხდეს. ჩენ გავაძლიერებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე რუსეთიდან, ვისაც აქვს დიდი ქონება რუსეთის გარშემო. პირველი რაც უნდა ვქნათ, დავადგინოთ ვინაობა ამ ადმაიანებისა და მათი ქონების შესახებ ინფორმაცია მოვიძიოთ, - განაცხადა ჯონსონმა. 

რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრეს გაეროს საგანგებო სხდომაზეც. გაეროს მაღლი ტრიბუნიდან საქართველოს ელჩმა კახა იმნაძემაც ისაუბრა, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფაქტი საჯაროდ დაგმო. იმნაძემ 2008 წელი გაიხსენა, როდესაც რუსეთი დღევანდელის მსგავსად მოქმედებდა.

გაეროს უმაღლესი ტრიბუნიდან ისაუბრა ასევე, უკრაინის ელჩმა გაეროში დიმიტრი კულებამაც. მა ნ პირდაპირ მოსთხოვა გაეროს, რომ მოუწოდოს რუსეთს გაიყვანოს უკრაინიდან ჯარები.