ვასილკოვში რუსმა აგრესორებმა სარაკეტო იერიში საერთო საცხოვრებელზე რამდენჯერმე მიიტანეს

ომის მე-6 დღეს რუსეთის სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები და დასახლებული პუქტებია. ქალაქ ვასილკოვში რუსმა აგრესორებმა სარაკეტო იერიში საერთო საცხოვრებელზე რამდენჯერმე მიიტანეს. 5 სართულიანი შენობა მთლიანად განადგურებულია. არსებული ინფრომაციით, დაბომბვას 2 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ვასილკოვოზე სარაკეტო იერიშები ამ დრომდე გრძელდება.
ვასილკოვში სარაკეტო იერიშ იყო. 5 სართულიანი შენობას ესროლეს რაკეტები. ამ თავდასხმას ჰყავს მსხვერპლიც. ორი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 3 მოქალაქე. ცადით თავშესაფრებში და არ აგმოხვიდეთ! - მიმართა მოსახლეობას ქალაქის მერმა.