ომი უკრაინაში: ნავალნის გუნდი რუსეთის მოსახლეობას საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

01.03.22 14:25
ომი უკრაინაში: ნავალნის გუნდი რუსეთის მოსახლეობას საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს

დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გუნდი რუსეთის მოსახლეობას საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებს. 

პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა და ცდილობს ყველას აფიქრებინოს, რომ უკრაინას რუსეთი, ყველა ჩვენგანი დაესხა. ეს არასწორია. უნდა ვაჩვენოთ, რომ ომს მხარს არ ვუჭერთ. რუსებს მოვუწოდებთ სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ ნუ იქნებით ჩუმად, - წერს ნავალნის გუნდი.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთში საპროტესტო აქციები დაიწყო.  ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მსგავსი სიახლეები