რუსეთი ახალი ძალებით უტევს - სარაკეტო იერიშები მთელი უკრაინის მასშტაბით გრძელდება

რუსეთმა უკრაინაზე იერიში ახალი ძალით მიიტანა. სარაკეტო იერიშები მთელი უკრაინის მასშტაბით გრძელდება. ხარკოვსა და ხერსონში ბომბები ცვივა. პუტინმა ქალაქ ხერსონში საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის ბრძანება გასცა, ჩერნიგოვის რეგონში კი ბელორუსული არმია შევიდა. ამ დროისთვის ქალაქის ყველა გასასვლელი დანაღმულია. პერიოდულად ისმის სროლა და აფეთქებები. ზღვიდან თავდასხმას ელოდებიან ოდესასა და მარიუპოლშიც.
ბოლო ცნობების თანახმად, კიევში შესვლას 17 რუსული ვერტმფრენი ცდილობდა. უკრაინელებმა ორი მათგანის ჩამოგდება მოახერხეს.
დღეს დილით ასევე სარაკეტო იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა ხარკოვში ყველაზე დიდი თავისუფლების მოედანზე. უკრაინის პრეზიდენტი პრიდაპირ ამბობს, რომ "ეს არის ტერორიზმი ხარკოვის წინააღმედეგ და ტერორი უკარინის წინააღმდეგ".