" ეს არის ტერორიზმი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ" - ზელენსკი ხარკოვის დაბომბვაზე

ეს არის ტერორი ხარკოვის და უკრაინის წინააღმდეგ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტრმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ცებტრში სარაკეტო იერიშის შემდეგ განხადა. მისი თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სამოქალაქო დასახლებების რეაქტიული არტილერიით დაბომბვა.
ხარკოვზე იერიში განხორციელდა რაკეტებით. შეტევა მოხდა ევროპის ყველაზე დიდ მოედანზე, თავისუფლებსი მოედანზე. ათობით მსხვერპლია, ეს არის ტერორიზმი ხალხის წინააღმდეგ. ეს არის ტერორი ხარკოვის და უკრაინის წინააღმდეგ. მოედანზე არ იყვნენ შეიარაღებული ძალები. რეაქტიული არტილერიით სამოქალაქო დასახლებების დაბომბვა მოხდა. ამას არავინ დაივიწყებს, ეს არის რუსეთის სახელმწიფო ტერორიზმი, - განაცხადა ზელენსკიმ.