ქალაქი თავდასხმის მოლოდინშია, მოემზადეთ ბრძოლისთვის - ჩერნიგოვის მერი მოსახლეობას მიმართავს

01.03.22 15:24
ქალაქი თავდასხმის მოლოდინშია, მოემზადეთ ბრძოლისთვის - ჩერნიგოვის მერი მოსახლეობას მიმართავს

ჩერნიგოვოში სარაკეტო იერიშებამდე ცოტა ხნით ადრე ქალაქის მერმა მოსახლეობა შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა და სიმშვიდისკენ მოუწოდა. მერმა ოკუპანტების ჯავშან-ტექნიკის და ასევე მტრის განადგურებისთვის ჯილდოები დააწესა. 

ქალაქი თავდასხმის მოლოდინშია. არ შეშინდეთ, მოემზადეთ ბრძოლისთვის. თუ მტერი ქალაქში შემოსვლას მოახერხებს, ვაწესებ ჯილდოებს. ჩერნიგოვში დამწვარი ჯავშან-ტრანსპორტიორისთვის 150 ათას გრივნას ვაძლევს, ქვეითთა საბრძოლო მანქანის განადგურებისთვის 200 ათას გრივნას, ტანკისთვის 250 ათასს, 300$ ცოცხალი ან მკვდარი რუსისთვის, - განაცხადა ჩერნიგოვის მერმა.