ისტორიული სხდომა დაიწყო - ევროპარლამენტი უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე მსჯელობს

01.03.22 16:01
ისტორიული სხდომა დაიწყო - ევროპარლამენტი უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე მსჯელობს

იტორიული სხდომა დაიწყო - ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე მსჯელობენ. 

რამდენიმე წუთის წინ, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ისინი მიესალმებიან უკრაინის აპლიკაციას, გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. 

ვაღიარებთ უკრაინის ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ მივესალმეთ პრეზიდენტის აპლიკაციას უკრაინის კანდიდატის სტატუსის შესახებ და ჩვენ ვიმუშავებთ ამ მიზნისთვის. 

ჩვენ ერთად შევხვდებით და უნდა შევხვდეთ ჩვენს მომავალს. 

ბატონო პრეზიდენტო, ისტორიის ამ ბნელ დროს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ თქვენს ბრძოლაში გადარჩენისთვის. როცა შეხედავთ ევროპარლამენტს, ყოველთვის იპოვით მოკავშირეს, მეგობარს და სივრცეს, საიდანაც მიმართავთ ევროპას, მსოფლიოს". - თქვა რობერტა მეცოლამ. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი ოფიციალურად გუშინ მოაწერა.