ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება იქნება ისტორიული სამართლიანობის ზეიმი - უკრაინის რადას სპიკერი

"ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება იქნება ისტორიული სამართლიანობის ზეიმი", - ასე მიმართა ევროპარლამენტის ისტორიულ სხდომაზე უკრაინის რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.
ისინი ვერ მოკლავენ ვერასდროს უკრაინელების თავისუფალ სულისკვეთებას, ერთი წუთით დაფიქრდით რა შეიძლება მოხდეს ევროპასთან თუ გაიმარჯვებს რუსეთის იმპერია. რა შეიძლება მოუვიდე ევროკავშირს, სად წავა ევროპის სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ისევ იგრძნობს თავს ევროპა უსაფრთხოდ? რას გრძნობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, როცა რუსული ტანკები მათ საზღვრებთან დგანან. ხელფეხგახსნილი პუტინი უკრაინის შემდეგ მივა ევროპამდე, გთხოვთ იაზროვნოთ სტრატეგიულად და დაიცვათ პირველ რიგში ევროპის ინტერესები. ახლა მოქმედბეის დროა, ახლა დუმილის დრო არ არის, ეხლა უნდა მოვიკრიბოთ ძალები და უნდა ვაჩვენოთ, რომ ევროპა არის ისეტივე ერთიანი, როგორც არასდროს, დღეს არის უდიდესი გამოწვევები, როგორიც არ ყოფილა არასდროს.
დღეს თქვენ უნდა აღიაროთ, ჩვენი ევროპული პერსპექტივა იმიტომ, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება იქნება ისტორიული სამართლიანობის ზეიმი, ეს არის ჩვენი მანდატი. მოვუწოდებ ევროინსტიტუციებს, მხარი დაუჭირონ უკრიანისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას,", - განაცხადა რადას სპიკერმა.
ევროპარლამენტში უკრაინის საკითხზე პლენარული სხდომა მიმდინარეობს