ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში - ვოლოდიმირ ზელენსკის ემოციური მიმართვა ევროპარლამენტარებს
ჩვენ არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთეთ, ახლა გვინდა დავინახოთ თქვენი არჩევანი - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ევროდეპუტატებს, რომლებიც ამ წუთებში უკრაინის EU-ში გაწევრიანების შესახებ მსჯელობენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ კიდევ ერთხელ შეახსენა ის გარემოებები, რის გამოც ცეცხლში გახვეული უკრაინა გაერთიანებაში უნდა მიიღონ.
ჩემს ქვეყანაში მშვიდობა უკვე რამდენიმე დღეა არ არის. მე დღეს ვსაუბრობ ჩემი მოქალაქეების სახელით, იმ მოქალაქეების სახელით, რომელიც ახლა საკუთარ სამშობლოს იცავენ. ისინი ჩვენს ქვეყანაში იცავენ თავისუფლებას. მე მოხარული ვარ, იმიტომ, რომ ვუყურებ ჩემი ხალხის ასეთ ბრძოლისუნარიანობას. უკრაინამ შეძლო მთელი ცივილიზებული სამყაროს გაერთიანება. ის, რაც ჩემს ქვეყანაში ხდება, არის დიდი ტრაგედია ჩემთვის, თითოეული უკრაინელისთვის, ათასობით დაღუპული ადამიანია. რუსულ აგრესიას დიდი ფასი აქვს, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ეწირება. 5 დღეა მიმდინარეობს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრა ჩემს ქვეყანაში. პირველ რიგში, მე მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა ამ დარბაზში ზის, რომ ჩემი უპირველესი მიზანია დასრულდეს ის საბრძოლო მოქმედებები, რომელიც ჩემს ქვეყანაში მიმდინარეობს. ვთლი, რომ დღეს ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი ვიყოთ კიდევ უფრო მეტად ძლიერები. უკრაინელები თქვენ ყველას ამის მაგალითს გაძლევენ. ჩვენ ხშირად გვიყვარს იმის თქმა, რომ ჩვენ ყველას დავამარაცხებთ, ყველაფერზე გავიმარჯვებთ. ჩვენ ამას არა მხოლდო ვამბობთ, არამედ თქვენ გაჩვენებთ და თქვენ ხედავთ ჩვენს ბრძოლას. უკრაინის არჩევანი ეს არის ევროპა. ჩვენ ეს არჩევანი დიდი ხნის წინ გავაკეთეთ და განუხრელად მივდივართ ამ მიზნისკენ. ახლა გვინდა დავინახოთ თქვენი არჩევანი, რომ თქვენ მოდიხართ ჩევნთან და თქვენ ირჩევთ უკრაინას. დღეს იყო ტრაგიკული დილა თითოეული უკრაინელისთვის, როდესაც რაკეტები ხარკოვს დაეცა. ქალაქს, რომელიც არის რუსეთის საზღვართან ძალიან ახლოს. ეს დიდი ტრაგედია იყო, იმიტომ, რომ დაბომბეს და ესროლეს ხალხს. ეს არის ქალაქი, სადაც ცხოვრობენ ჩვენი ახალგზარდები, სადაც უკრანული უნივერსიტეტების დიდი ნაწილი მდებარეობს. დღეს დაბომბეს მთელ ევროპაში ყველაზე დიდი მოედანი. თავისუფლების მოედანი! დღეს დილიდან ორი ფრთოსანი რაკეტა დაეცა თავისუფლების მოედანს ხარკოვში, ათობით გარდაცვლილია. ასეთია თავისუფლების ფასი, რომელსაც ჩვენ გვახდევინებენ. ჩვენ ჩვენი მიწისთვის ვიბრძვით, ჩვენი თავისუფლებისთვის. იმის მიუხედავად, რომ ჩვენი ქალაქების დიდი ნაწილი ახლა დაბომბვის მსხვერპლია, ჩვენს ქვეყანას ვერავინ წაიღებს, ჩვენ მას ბოლომდე დავიცავთ, რაც არ უნდა მოხდეს, ხარკოვში ამ დაბომბილ მოედანს ყოველთვსი თავისუფლების მოედანი ერქმევა, ვერავინ გაგვტეხავს. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ჩვენმა შვილებმა თავისუფალ სამყაროში იცხოვრონ, გუშინ 16 ბავშვი მოკვდა. ახლა გამოვა პუტინი და იტყვის, რომ მიმდინარეობს სადღაც ოპერაცია და მიმდინარეოპსბ შეტევა სამხედრო ობიექტებზე, მაგრამ სად იყო სამხედრო ობიექტები იქ, სადაც იყვნენ ბავშვები? მეგობრებო, მინდა მოგმართოთ ყველას და გითხრათ, რომ ჩვენთან არიან უკიდურესად მოტივირებული ადამიანები, ეს ადამიანები იბრძვიან საკუთარი უფლებებისა და თავასუფლებისთვის. ახლა ჩვენ ვიბრძვით გადარჩენისთვის, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. ჩვენ ვიბრძვით, რომ გავხდეთ თანაბარუფლებიანი წევრები ევროპის. ჩვენ ყველას უნდა ვაჩვენოთ და ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრობის უფლების მქონე ადამიანები. უკრაინის თავისუფლება ევროპის თავისუფლებას ნიშნავს . ჩვენ ვართ ზუსტად ისეთვე ადამიანები, როგორებიც ხართ თქვენ და ამიტომ გვაქვს რწმენა, რომ თქვენც გვთლით ჩვენ ნამდვილ ევროპელებად. მე ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ სინათლე დაამარცხებს სიბნელებს, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის ემოციურ მიმართვას ევროპარლამენტში ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა.
ევროპარლამენტარის სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწტო. ევროდეპუტატებმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესსახებ მსჯელობს.