საქართველოს ხელისუფლება პუტინის მხარეს დგას - რადას დეპუტატი

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს" - რადას დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკო პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებებს "ტვ პირველთან" აფასებს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება პუტინის მხარეს დგას.
დღეს მთელი მსოფლიო ორ ნაწილად არის გაყოფილი. ეს არის თავისუფალი სამყარო და სინი ვიონც მხარს უჭერენ ვლადიმერ პუტინის დიტქტურას და ლუკაშნეკოს, რომელიც ემუქრება უკრაინას განადგურებით. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება არ დაუწესოს რუსეთს სანქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დადგნენ პუტინის მხარეს. შემდეგ უკვე თქვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს... თუ თქვენი ხალხისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ მათი ხელისუფლება უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას მხარს უჭერს,ასეთ შემთხვევაში მივიღებთ ამ ფაქტობრივ მდგომარეობას"-განაცხადა დეპუტატმა.