ხარკოვში ისევ აფეთქებებია - არის მსხვერპლი

01.03.22 17:20
ხარკოვში ისევ აფეთქებებია - არის მსხვერპლი

ხარკოვში ისევ აფეთქებაა - ოკუპანტების  იერიშის სამიზნე ამჯერად ტექნიკის ქარხანა გახდა. არის მსხვერპლი. სამაშველო სამსახური ნანგრევებში მოყოლილი ხალხის გადარჩენას ამ წუთებშიც ცდილობს.

პარალელურად, სამხედრო იერიში გრძელდება ქალაქ ხერსონშიც, სადაც ოკუპანტებმა საჯარო სკოლის შენობა ააფეთქეს. მშვიდობინა მოსახლეობა  დაბომბეს ქალაქ ვასილკოვშიც. პუტინის საოკუპაციო ჯარები კიევის ალყაში მოქცევას ცდილობენ.