უკრაინელების ტანჯვისთვის აგრესორები პასუხს კანონის წინაშე აგებენ - უკრაინის პროკურორი

01.03.22 17:11
უკრაინელების ტანჯვისთვის აგრესორები პასუხს კანონის წინაშე აგებენ  - უკრაინის პროკურორი

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყო. უკრაინის პროკურორმა კონსულტაციებისთვის დასავლელ სამყაროს უკვე მიმართა. მისი თქმით, უკრასინელების ტანჯვისთვის აგრესორებიო პასუხს კანონის წინაშე აგებენ. 

ისინი ფიქრობენ, რომ არიან კომფორტის ზონაში, რომ დაიმალებიან სამხედროების ან პოლიტიკური ფუნქციონირების უკან. კანონები ცუდად იციან და პრაქტიკა არ შეუსწავლიათ. უკვე დავიწყეთ კონსულტაციების საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ვუზრუნველყოთ რუსი დამნაშავეების დაკავება ცივილიზებული სამყაროს საზღვრის კვეთისთანავე. ნაწილობრივ ეს უკვე შევძელით. უკრაინამ უკვე მოიპოვა წარმატება რუსეთის სისხლიან ტეროპრტან სამართლებრივ ბრძოლაში. ჰააგამ დაიწყო სრულფასოვანი გამოძიება. შემდეგი ნაბიჯი იქნება წინასასამართლო პალატის გადაწყვეტილება. ამის შემდეგ კი ღია პროცესი დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ანადგურებს ჩვენს სახელმწიფოს და კლავს ბავშვებს. უკრაინელების ტანჯვისთვის აგრესორები აგებენ პასუხს კანონის წინაშე, - განაცხადა უკრაინის პროკურორმა. 

 

მსგავსი სიახლეები