ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი, ეს გეოპოლიტიკური ტერორიზმია - შარლ მიშელი
"ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი", - განაცხადა ევროკავშირის საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპულ საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა. მიშელმა განაცახდა, რომ ის რაც უკრაინაში ხდება გეოპოლიტიკური ტერორირზმია.
სიტყვები, რომელსაც თქვენ გამოხატავთ აჩვენებს რამდენად სერიოზულია მდგომარეობა. ჩვენ სერიოზული გამოწვევის წინაშე ვდგავართ და გადაწყვეტილებები, რომელიც უნდა მივიღოთ, ძალიან სერიოზულია, რადგან ევროპის მიწა სისხლმა და ომმა მოიცვა. ვლადიმერ პუტინმა დაიწყო სასტიკი შეტევა უკრაინის წინააღმდეგ, მან ეს გააკეთა მხოლოდ ერთი მიზნით, რადგან თქვენ ბატონო ზელენსკი, თქვენ უკრაინელო ხალხო, აირჩიეთ თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა.
კოლეგებო, არამხოლოდ რუსეთს დაარტყეს ახლა, დაარტყეს საერთაშორისო კანონებს, დემოკრატიას, ეს გეოპოლიტიკური ტერორიზმია. უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას.ომი, წადი სახლში, დავიწყოთ მოლაპარაკებაა", - განაცხადა შარლ მიშელმა.
ბრიუსელში ევროპელი ლიდერები ახლა უკრაინის განაცხადს განიხილავენ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. უკრაინამ განაცხადი 28 თებერვალს გააკეთა.