EU-ს საუკეთესო გადაწყვეტილება ახლა უკრაინის სრულფასოვნად მიღება იქნება - კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს მიმართავს, მიიღოს უკრაინის გაწევრიანების გადაწყვეტილება.
"საუკეთესო გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ახლა ევროკავშირს შეუძლია, არის უკრაინის დაუყოვნებლივ თავის რიგებში შეყვანა. აქციეთ უკრაინა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრად. ისტორიული დრო მოითხოვს დიდ და ისტორიულ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც შეუძლიათ რადიკალურად შეცვალონ მოვლენების დინამიკა. ეს ნაბიჯი სწორედ ასეთი გადაწყვეტილებაა",- წერს დმიტრო კულება.